„ორბელიანი საქართველო“ უკრაინის მოქალაქეებისათვის უფასო მასტერკლასების სერიას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ დაფინანსებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის იგეგმება ყოველკვირეული უფასო მასტერკლასები შემდგომში დასაქმების პერსპექტივით. 

მასტერკლასები გაიმართება მაისის თვეში შემდეგი 4 მიმართულებით:

  • კერამიკა/თიხაზე მუშაობა
  • ცოცხალი ყვავილების გადარგვა და მოვლა
  • ჭრა-კერვა
  • საბეჭდ დანადგარებთან მუშაობა სარეკლამო/პოლიგრაფიულ კომპანიაში

ადგილები შეზღუდულია. დასასწრებად, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე https://bit.ly/3xQh8Qa, აირჩიეთ სასურველი მასტერკლასი და შეისწავლეთ ახალი პროფესია. 

სამომავლოდ იგეგმება მასტერკლასების სერიის გაგრძელება. სიახლეების გასაცნობად, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს და გამოგვყევით სოციალურ ქსელებში. 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)