Truth Hounds და IPHR ომის დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ

Truth Hounds და საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (International Partnership for Human Rights) აგროვებენ მტკიცებულებებს რუსეთის სახელმწიფოს და მისი წარმომადგენლების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ომის დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ. 

თუ თქვენ უშუალოდ დაზარალდით რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შედეგად, ან ამგვარი დანაშაულების მოწმე გახდით, შეგიძლიათ, მისცეთ ჩვენება - დეტალურად აღწეროთ, რაც გადაგხდათ თავს თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს, ან აღწეროთ მოვლენები, რომელთა მოწმეც გახდით.  

დაუკავშირდით ორგანიზაციებს WhatsApp-ში, Viber-ში და Signal-ში ან IPHR საქართველოს ცხელი ხაზის მეშვეობით ნომრებზე +995 551 10 28 81; +995 551 10 28 84. 

Truth Hounds და საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის თქვენს ჩვენებებს სხვა მტკიცებულებებთან ერთად გადასცემენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისათვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. 

ჩვენების მიცემით თქვენ გაზრდით პუტინზე და მასთან დაახლოებულ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრების ალბათობას. 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)