„საფარი” სამშობლოდან საქართველოში იძულებით გადაადგილებულ უკრიანელ ქალებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს იურიდიულ კონსულტაციას.
გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ „საფარის” მობილური აპლიკაციით – Safe you. ეს არის უფასო ონლაინ სივრცე ქალებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ ინფორმაციის მიღება და გაზიარება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და მათგან თავდაცვის გზების, ფსიქოლოგიის თუ ყოველდღიური პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი, როგორც ქალები აწყდებიან ჩვენს საზოგადოებაში. თემატურ ფორუმებში მათ შეუძლიათ, გაიარონ კონსულტაციები პროფესიონალ იურისტებთან, სოციალურ მუშაკთან, ექიმ-რეპროდუქტოლოგებთან, ფსიქოლოგებთან და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, აპლიკაცია საშუალებას აძლევს მათ კრიტიკულ სიტუაციებში გამოიყენონ SOS ღილაკი მათთვის სანდო პირების, ორგანიზაციების თუ პოლიციის დაუყოვნებლივ გამოსაძახებლად.
იხილეთ ბროშურები უკრაინულ ენაზე, სადაც მოცემულია დეტალური ინსტრუქცია „საფარისა” და ორგანიზაციის სერვისების შესახებ.
თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა.
0322 30 76 03, 599 40 76 03
Info@sapari.ge
sapari.ge
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)