სამოქალაქო ინჟინერიის უფასო საბაკალავრო პროგრამა ილიაუნიში

უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტი 2022-2023 აკადემიურ წელს სრული დაფინანსებით ისწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის პირველ, მეორე და მესამე კურსზე. პროგრამა შემუშავებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საერთაშორისო ABET აკრედიტაციის სტანდარტებით.

სტუდენტების სწავლისთვის საჭირო ხარჯებს სრულად დააფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ინიციატივის მხარდამჭერია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომელიც, თავის მხრივ, პროგრამაზე ჩარიცხულ უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტს 2022-2023 აკადემიური წლის განმავლობაში შესთავაზებს ანაზღაურებად სტაჟირებას. 

მხარდამჭერი პროგრამით სარგებლობა და დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ:

რისკის ქვეშ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ უკრაინაში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტისა და საშუალო სკოლის კურსდამთავრებულის სტატუსი;   

იმ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროგრამაზე ჩარიცხვის დადგენილ წინაპირობებს. 

ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3OOKYe1 

სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3LAOUxd 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)