გთავაზობთ იმ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომელთაც უნდა მიმართოთ ძალადობის, საფრთხის, ან დისკრიმინაციის შემთხვევაში.
გადაუდებელი დახმარება
თუ ძალადობის, ან სხვა დანაშაულის მსხვერპლი აღმოჩნდით ან იმყოფებით საფრთხეში და გადაუდებელი დახმარება გჭირდებათ, დარეკეთ ნომერზე 112.
112-ის უფასო მობილური აპლიკაცია SOS ღილაკით და ჩატის ფუნქციით:
Android https://goo.gl/sw5mBB
პოლიციელის მხრიდან ძალადობის ან სხვა დანაშაულის შემთხვევაში, დარეკეთ გენერალური ინსპექციის ნომერზე 126.
ოჯახში ძალადობა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
24-საათიანი ცხელი ხაზი: 1505
კრიზისული ცენტრის ცხელი ხაზი: 116006
ან გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი 112.
ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები
ცხელი ხაზი: 116006
ორგანიზაცია „საფარი“
0322 30 76 03, +995599 40 76 03
ან გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი 112.
დისკრიმინაცია
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას მოქალაქეობის, წარმოშობის, ენის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მოტივით, დაუკავშირდით საქართველოს სახალხო დამცველს 24-საათიან ცხელ ხაზზე: 1481.
ლბტი ქალებისთვის
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ცხელი ხაზი: +995595 19 03 03.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)