ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მხარდაჭერის მომსახურებები

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში ფუნქციონირებს თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები, რომლებიც მხარდაჭერის მომსახურებებს აწვდიან იმ ადამიანებს (ბავშვებთან ერთად), რომლებმაც განიცადეს:

  • ოჯახში ძალადობა ან/და
  • ქალთა მიმართ ძალადობა ან/და
  • სექსუალური ხასიათის ძალადობა ან/და
  • ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი).

თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებების მიწოდებას:

  • ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება;
  • სამართლებრივი დახმარება (მათ შორის, სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებში წარმომადგენლობა);
  • დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით (თავშესაფარში ან თბილისის კრიზისულ ცენტრში), კვებით, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელ ხაზს: 116 006.

თბილისში ფუნქციონირებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი. საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციისა და მომსახურების მისაღებად დაუკავშირდით ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს: 111.

საკონსულტაციო ცხელი ხაზები ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. ზარი უფასოა, კონფიდენციალურობა დაცულია.

გაეცანით ბროშურას უკრაინულ ენაზე.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)