თავშესაფრის მოთხოვნა საქართველოში

თუ თავშესაფარი (საერთაშორისო დაცვა) გჭირდებათ, უფლება გაქვთ, მიმართოთ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას ან წერილობით შეიტანოთ განაცხადი საქართველოს საზღვარზე ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოში.

თავშესაფრის პროცედურის გავლის შემდეგ შეიძლება, მოგენიჭოთ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი ან თქვენი განაცხადი, შესაძლოა, უარყოფილ იქნას. 

შენიშვნა: ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მოპოვებით არ იზღუდება საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება. ამასთან, პირს შეუძლია, ნებისმიერ დროს გაითხოვოს განაცხადი თავშესაფარზე ან მოითხოვოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტა. 

მიგრაციის დეპარტამენტი არის მთავარი სახელმწიფო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია თავშესაფრის პროცედურებზე და თავშესაფრის მაძიებელთა რეგისტრაციაზე. 

ტელეფონის ნომერი: (+995) 598 08 00 97.

მისამართი:  საქართველო, თბილისი, მიხეილ გახოკიძის ქუჩა 16.

მიღების საათები: ორშაბათი-პარასკევი/9:00-18:00.

ელ.ფოსტა: dipi@mia.gov.ge.

მეტი ინფორმაცია უფლებების და მოვალეობების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: 

https://bit.ly/397wPZh.

მეტი ინფორმაცია თავშესაფართან დაკავშირებულ  კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3vY2Z28.

წყარო: UNHCR

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)