5 ივნისს გაიმართება „გარბენი უკრაინისთვის“

5 ივნისს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება.

„გარბენი უკრაინისთვის“ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით კახეთში ჩატარდება.

მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

რეგისტრაცია ორსაფეხურიანია:

გარბენი ჩატარდება თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მიმდებარედ. ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან ფონდი უზრუნველყოფს. ყველა მონაწილე ადგილზე მიიღებს მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ სიგრძის დისტანციაზე გამოვლინდება 2 გამარჯვებული, ქალებსა და მამაკაცებს შორის.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)