რჩევა გამგზავრების წინ: დარწმუნდით, რომ თან გაქვთ პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. თუ ასეთი დოკუმენტი არ მოგეპოვებათ, თან წაიღეთ ვადაგასული ან დაზიანებული დოკუმენტი ან დოკუმენტის ასლები.
უკრაინის მოქალაქეებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის გამარტივებული პროცედურების გათვალისწინებით, დოკუმენტების არარსებობამ, შესაძლოა, არ შეაფერხოს თქვენი შესვლა ქვეყანაში. შესაძლებლობის შემთხვევაში, გაიარეთ წინასწარი კონსულტაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან (032) 241-42-42.
საზღვრის კვეთა: უკრაინის მოქალაქეებს უფლება აქვთ, შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე და იმყოფებოდნენ საქართველოში ვიზის გარეშე 2 წლის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ საკონსულო ვებ-გვერდი https://geoconsul.gov.ge/en.
საქართველოში შემოსვლის პირობები: საქართველოში შემოსვლა ნებადართულია ყველა პირისთვის, რომელიც ომის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა უკრაინა.
მოცემული მომენტისათვის, საქართველოში შემოსვლა შეუძლია იმ პირსაც, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (ბიომეტრიული პასპორტი). თუ ბავშვებთან ერთად იმყოფებით, რეკომენდირებულია, სულ, მცირე, ერთი ბავშვის დაბადების მოწმობის ქონა.
სასურველია, რომ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მოქმედი პასპორტი, თან ჰქონდეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათ პირადობას. თუმცა, ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაშიც, უკრაინის მოქალაქეებს შესაძლოა, დართონ ქვეყანაში შესვლის ნება. შესაძლებლობის მიხედვით, გაიარეთ წინასწარი კონსულტაცია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან (032) 241-42-42.
იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი კვეთს საზღვარს თანმხლები პირის გარეშე, შემდგომი ნაბიჯების კოორდინირებას მოახდენს კომპეტენტური უწყება პოლიციასთან ერთად. ხელისუფლების წარმომადგნელები აფასებენ ბავშვს, როგორც „თანხლები პირის გარეშე მყოფს“ თუ ის „მარტოა“ საზღვარზე გამოცხადების მომენტში და სამართლებრივი სტატუსის გარეშე.
ასეთ შემთხვევებში დარეკეთ ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე: 111.
საზღვრის კვეთის შემდეგ: უკრაინის ყველა მოქალაქეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს, საქართველოს რომელ ქალაქში იცხოვრებს.
სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ჰუმანიტარულ და საბაზისო მატერიალურ დახმარებას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
წყარო: UNHCR
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)