„საზიარო სახელოსნო: შექმენი და დაკავშირდი“ პროექტის ფარგლებში ქართველი ხელოვანები მოხალისეობრივად ჩაატარებენ სხვადასხვა სფეროს მიმართულებიდან მასტერკლასებსა (კერამიკა, ფერწერა, ქსოვა, შოლკოგრაფია, ხელსაქმე) და შეხვედრებს.
უკრაინელების მხარდამჭერი ინიციატივა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდას“ და „ეზოს“ თანამშრომლობითი პროექტია.
პროექტის ფარგლებში საზიარო სივრცე (სასტუმრო „სტამბას“ D ბლოკში და „ეზოს“ სივრცეში), ღია სახელოსნოს პრინციპით უმასპინძლებს უკრაინელებს, რომლებიც ომის დროს დროებით თბილისში იმყოფებიან. ერთთვიანი პროგრამა შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნას და ომის ტრამვული პროცესის შემსუბუქებას ეფუძნება.
პროექტის პირველი პრეზენტაცია გაიმართება 18 მაისს, 17:00-ზე, სასტუმრო „სტამბას“ D ბლოკში.
მასტერკლასები უკრაინელებისთვის დაიწყება 23 მაისიდან.
დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე: +995 598 10 70 95.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CEC ArtsLink-ის მხარდაჭერით.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)