28 მაისიდან თბილისის გალერეების საგამოფენო სივრცეები დაეთმობა პროექტს “ომის დღიურები”. პროექტი აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე უკრაინელ არტისტებს – მხატვრებს, მუსიკოსებს, მსახიობებსა და მწერლებს.
Artbeat, 4710, E.A. საერთო სივრცე და ჟურნალი Danarti, Window Project, Propaganda.network, POSTA DA KONA & LC-QUEISSER, THE WHY NOT გალერეა, Patara გალერეა, JIBU/TASO – სწორედ ამ გალერეებში იქნება წარმოდგენილი უკრაინელი არტისტების ნამუშევრები.
პროგრამის თითქმის ყველა მონაწილე უკრაინაში რჩება. ამიტომ, ღონისძიების მიზანი ისიც არის, რომ შეაგროვოს ფინანსები მათ მხარდასაჭერად.
თბილისის შემდეგ, ფესტივალ nterchanGE-ის ფარგლებში, “ომის დღიურები” ბათუმში გადაინაცვლებს და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ქართველ მუსიკოსებთან ერთად ბათუმის პროგრამის ფარგლებში უკრაინული მუსიკალური ჯგუფის – ATOMIC SIMAO-ს ლაივ სტრიმიც გაიმართება.
წყარო: at.ge
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)