UNHCR უკრაინის მოქალაქეებს ლტოლვილის სტატუსის მოპოვებაში ეხმარება

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი  კომისარიატის ოფისი (UNHCR) საქართველოში მყოფ  უკრაინის მოქალაქეებს  ლტოლვილის სტატუსთან  დაკავშირებულ საკითხებზე  კონსულტაციას გაუწევს. შესაბამისი საჭიროების მქონე პირებსოფისთან დაკავშირება შეუძლიათ  ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 2185123 ან ელ.ფოსტაზე:  geotbprt@unhcr.org. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისი  საქართველოში მდებარეობს  მისამართზე:  თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №2ა. 

ამასთან, სოციალურ, იურიდიულ და ადამიანის უფლებებთან  დაკავშირებულ საკითხებზე  უკრაინის მოქალაქეები  ისარგებლებენ UNHCR-ის პარტნიორი ორგანიზაციები ს დახმარებით.

იურიდიული დახმარება

“უფლებები საქართველო”

ცხელი ხაზი: +995593111405

ელ.ფოსტა: office@rights.ge

მისამართი: თბილისი, გახოკიძის  ქუჩა №11ა

ადამიანის უფლებებთან  დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სახალხო დამცველი

ცხელი ხაზი: 1481

ელ.ფოსტა: info@ombudsman.ge

მისამართი: თბილისი, დავით  აღმაშენებლის ქუჩა №80

სოციალური საკითხები

“ვორლდ ვიჟენ საქართველო”

ცხელი ხაზი: +995577045645

მისამართი: თბილისი, ჟიული  შარტავას ქუჩა №67ბ

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)