მიმტანის ვაკანსია სასტუმროში Ramada by Wyndham Tbilisi old city
დასახელება: მიმტანი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანგარიშვალდებულება: სასმელებისა და კვების მენეჯერი
დამატებითი ბენეფიტი:
სასტუმრო თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით და ჯანმრთელობის დაზღვევით
ფუნქცია-მოვალეობები:
- მიესალმოს სტუმრებს და დაეხმაროს თავისუფალი ადგილის შერჩევაში
- გააცნოს სტუმარს რესტორნის მენიუ და მიაწოდოს ინფორმაცია შემადგენლობასთან, პორციასთან და ალერგიულ პროდუქტთან დაკავშირებით
- ინფორმაცია მიაწოდოს სტუმრებს დღის კერძებთან დაკავშირებით
- იზრუნოს დამატებით გაყიდვებზე
- მუდამ აკონტროლოს სტუმრების კმაყოფილება მიღებული საკვებით
- შეიყვანოს სტუმრის შეკვეთები სისტემაში
- იქონიოს მუდმივი კომუნიკაცია სამზარეულოს თანამშრომლებთან მენიუსთან დაკავშირებულ საკითხებში
- აკონტროლოს რესტორნის ინვენტარის სისუფთავე და წესრიგი, პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს უშუალო ზედამხედველს
- მოახდინოს სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორება
- დაეხმაროს ახალ თანამშრომლებს მენიუსთან და სერვისთან დაკავშირებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება სერვისის მიმართულებით
- გუნდურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ambergroup.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდი