უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ ან წარმატებით ჩაირიცხებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2022-2023 აკადემიური წლის სწავლის გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.
მიმდინარე სასწავლო წელს უნივერსიტეტი სტუდენტებს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს: კომპიუტერული მეცნიერება, მენეჯმენტი და მათემატიკა.
უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გვერდებზე: https://www.kiu.edu.ge/eng/admission და https://www.kiu.edu.ge/eng/programs. დაინტერესებული პირების შეკითხვებს უნივერსიტეტი ელ.ფოსტის შემდეგ მისამართებზე უპასუხებს: international@kiu.edu.ge ან info@kiu.edu.ge.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)