თუ უკრაინის მოქალაქე ხართ და ბავშვის სკოლაში მიყვანა გინდათ, ეს ბლოგი თქვენთვისაა

რა უნდა ვიცოდეთ სკოლებში რეგისტრაციამდე

  • შეუძლიათ თუ არა უკრაინელ მოსწავლეებს ქართულ სკოლებში ჩარიცხვა? 

მოსწავლეები, რომლებიც საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში განათლების მიღებას, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

მათი ჩარიცხვა შესაძლებელია იმავე კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის სკოლაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.

უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოს სკოლებში სწავლის დაწყება ან გაგრძელება შეუძლიათ როგორც ქართულ, ისე უკრაინულ სექტორებზე (ინფორმაცია უკრაინულ სექტორებზე იხილეთ ქვემოთ).

  • ფასიანია თუ არა სწავლა საქართველოს სკოლებში  და რა შეღავათებით სარგებლობენ უკრაინის მოქალაქეები?

საქართველოში სკოლები არის როგორც საჯარო, ისე კერძო. საჯარო სკოლებში, მათ შორის უკრაინულ სექტორზე, განათლებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ყველა კლასის მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა. კერძო სკოლები კომერციულია და სწავლა გარკვეულ თანხასთან არის დაკავშირებული. 

საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3xduTaY. თბილისში მოქმედი საერთაშორისო სკოლების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3t7Wp7y.

  • რომელ სკოლებში გაიხსნა უკრაინული სექტორები? 

სპეციალურად უკრაინელი ბავშვებისთვის თბილისის 41-ე საჯარო სკოლასა და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში გაიხსნა უკრაინული სექტორები. 

თბილისის 41-ე საჯარო სკოლა 

თბილისი, ფალიაშვილის ქუჩა 34. 

ტელეფონი: 0322 22 35 85.

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/tbilisischool41 

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა

ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა N125.

ტელეფონი: +995 422224627

ელ.ფოსტა: batumi20@mes.gov.ge.

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100075861222729 

  • რამდენი წელი გრძელდება სწავლა ქართულ სკოლებში?

სრული სასკოლო განათლება საქართველოში 12 წელს მოიცავს. უკრაინულ სექტორზე მოსწავლეები პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით ისწავლიან. 

                                                                              

სკოლებში რეგისტრაცია

  • ვის შეუძლია მოსწავლის რეგისტრაცია საქართველოს საჯარო სკოლებში

მოსწავლის რეგისტრაცია საქართველოს საჯარო სკოლებში შეუძლია ერთ-ერთ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.

  • რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ უკრაინულ სექტორზე რეგისტრაციისთვის

 უკრაინულ სექტორზე რეგისტრაციისთვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სკოლას 2022 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტები:

 - ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიალურად დამოწმებული პასპორტი, 

 - ბავშვის ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიალურად დამოწმებული დაბადების მოწმობა.

- 2 ფოტო პირველი კლასისთვის

 

სასწავლო პროცესი

  • სწავლების ენა 

უკრაინელ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს სკოლებში. მათ უზრუნველყოფენ სწავლისათვის საჭირო ნაბეჭდი და ელექტრონული რესურსებით.

უკრაინულ სექტორზე სწავლა უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები იყენებენ ზუსტად იმ სახელმძღვანელოებს, რომლებითაც ისინი უკრაინაში სწავლობდნენ. სახელმძღვანელოები ბავშვებს უფასოდ ურიგდებათ. 

თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში გახსნილია უკრაინული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რომელშიც მოსწავლეებს დახვდებათ საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა უკრაინულ ენაზე.

  • სასკოლო პროგრამა და საგნები

უკრაინულ სექტორზე ბავშვები სწავლობენ იმავე სასკოლო პროგრამით, როგორც უკრაინაში. 

უკრაინულ საგნებთან ერთად სასწავლო პროგრამაშია ქართული ენა და ლიტერატურა, ხოლო დამატებითი საგნის სახით - „ჩვენი საქართველო". 

უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები გაივლიან როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს.

  • ახალი ტექონოლოგიები

საჯარო სკოლების ყველა პირველკასელს სახელმძღვანელოებთან ერთად ურიგდება სპეციალური საბავშვო ნეთბუქები - ბუქები, რომლებშიც ჩატვირთულია სასკოლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები.

უკრაინელი მოსწავლეები, ქართველი თანატოლების მსგავსად, სარგებლობენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით.  ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის, მიმართეთ სკოლას.

  • კონკურსები

სურვილის შემთხვევაში, უკრაინელ მოსწავლეებს, შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

  • ინკლუზიური განათლება

საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლებაა. შესაბამისი საჭიროების მქონე მოსწავლეს, მათ შორის უკრაინელ მოსწავლესაც, შეაფასებს მულტიდისციპლინური გუნდი. გუნდის დასკვნის საფუძველზე სკოლა მოსწავლისთვის შეიმუშავებს მხარდამჭერ  ღონისძიებებს, შესთავაზებს სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სპეციალური მასწავლებლის, ფსიქოლოგის და სხვა სპეციალისტების მომსახურებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში - ინდივიდუალურ მუშაობას რესურსოთახში.

  • ფსიქოსოციალური დახმარება 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახური უკრაინიდან ჩამოსულ  სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ფსიქოსოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. კონსულტაციის  მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ 24-საათიან ცხელ ხაზს ნომერზე: 08 00 00 00 88.   

  • პედაგოგები

უკრაინული სექტორის პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ ჩამოსულ პირებს შორის შეარჩია. პედაგოგების ანაზღაურებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 

სკოლაში რეგისტაციასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნომერზე 032 2 200 220.

მასალა მოამზადა Dopomoga Ukraini-ს გუნდმა. ინფორმაცია პერიოდულად განახლდება. 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)