18-19 ივნისს ქართველი მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივი, „Dancing On Architecture“, Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში წარმოგიდგენთ 22 საათიან მუსიკალურ მარათონს და სოლიდარობის აქციას „Sounds Of Georgia”. ორივე დღის განმავლობაში Mutant Radio-ს სივრცე დაეთმობა ქართულ მუსიკას, განსხვავებულ მუსიკალურ სტილებს, ეპოქებსა და ქალაქების შესაბამის ჟღერადობებს.
ტერიტორიაზე შემოსასვლელად საჭირო იქნება ფინანსური სოლიდარობის კონტრიბუციის გაღება 5 ლარის ოდენობით. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. საღამოდან შეგროვებული თანხა სრულიად გადაირიცხება უკრაინაში, ომისგან დაზარალებულ ბავშვთა დახმარების ფონდში.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა 4.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)