ტრენინგი მცირე ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებული უკრაინის მოქალაქეებისთვის

საქართველოში მცირე ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებული უკრაინის მოქალაქეებისთვის სპეციალური ტრენინგი იგეგმება. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი:  https://forms.gle/LGkW2R27xKFojSqMA  

ტრენინგი შეეხება ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა: 

  • სამეწარმეო სტატუსები, 
  • მათთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები,
  • საგადასახადო ვალდებულებები.

ტრენინგის ფარგლებში მეწარმეები შეძლებენ დეტალურად ჩამოაყალიბონ მათი საქმიანობა, გაწერონ ის ბიზნეს გეგმის ფორმატში, მოიძიონ მათთვის რელევანტური დაფინანსების გზა და ბოლოს დაარეგისტრირონ მცირე ბიზნესი საქართველოში.

უკრაინის მოქალაქეების მხრიდან ჩამოთვლილი თემებით დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია SavvY Consulting მზადაა, ჩაატაროს ტრენინგი.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)