სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო განყოფილების დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა
საინჟინრო განყოფილების დირექტორი უზრუნველყოფს სასტუმროს შენობის, ტერიტორიისა და მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებასა და ქონების დაცვას. საინჟინრო განყოფილების დირექტორი პასუხისმგებელია ბიუჯეტზე, კაპიტალური დანახარჯების პროექტებზე, პროფილაქტიკურ მომსახურებასა და ენერგოეფექტურობაზე. შეიმუშვებს და ახორციელებს სტრატეგიებს, რითაც ქმნის პროდუქტსა და მომსახურებას, რომელიც შეესაბამება ან აჭარბებს სტუმრებისა და თანამშრომლების საჭიროებებსა და მოლოდინს და შესაბამისად - მაქსიმალურად ზრდის ფინანსურ მაჩვენებლებს. პასუხისმგებელია სტანდარტებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვაზე. ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების ჯგუფს.
აუცილებელია, კანდიდატმა იცოდეს რუსული და ინგლისური ენები. ქართული ენის ცოდნა სავალდებულო არ არის.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ მონაცემები ელ.ფოსტაზე iva.trifonov@sheraton.com
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)