ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტის ვაკანსია „გრინვეიში“

კომპანია „გრინვეი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოპერაციების დეპარტამენტში ტექდათვალიერების ინსპექტორის ასისტენტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განრიგი: კვირაში 40 სამუშაო საათი

ანაზღაურება: 750 ლარი (გადასახადების გარეშე)

ძირითადი მოვალეობები:

  • სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პროცესში უფროსი ინსპექტორის / ინსპექტორის ასისტირება;
  • მომსახურების ხარისხის დაცვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი  მოთხოვნები:

  • სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება საავტომობილო, სატრანსპორტო ან/და საინჟინრო მიმართულებით;
  • სასურველია, ავტომომსახურეობის სფეროში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
  • აუცილებელია, მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • ინსპექტირების სფეროს მიმართ ინტერესი და მოტივაცია.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ შემდეგი მონაცემები ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 

  • სახელი და გვარი
  • საკონტაქტო ნომერი
  • საცხოვრებელი ადგილი / უბანი

გრინვეი - არა დისკრიმინაციას

კომპანია „გრინვეი საქართველოში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „გრინვეი საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)