მომზადებულია Motskaleba Foundation-ის ინფორმაციის მიხედვით
დიდ ბრიტანეთში მოსახვედრად ვიზა დაგჭირდებათ, თუმცა უკრაინის მოქალაქეებისათვის მოქმედებს სპეციალური გამარტივებული პროცედურები და გაიცემა 2 ტიპის ვიზა:
Ukraine Family Scheme - ვიზა გათვალისწინებულია გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის. განაცხადის შევსება უფასოა. დეტალურად ვიზაზე განაცხადის შესახებ იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3MfN4B3
Local Sponsorship Scheme for Ukraine - ვიზა გაიცემა 12 თვის ვადით. ის შესაძლებლობას გაძლევთ, იმუშაოთ და მიიღოთ მცირეოდენი სოციალური დახმარება. ამ ვიზის მისაღებად დაგჭირდებათ სპონსორი (ადგილობრივი ორგანიზაცია ან კერძო პირი), რომელიც გთავაზობთ საცხოვრებელ ადგილს ბრიტანეთში. სპონსორების რეესტრი უკვე შექმნილია, თუმცა სპონსორი თავადაც შეგიძლიათ, იპოვოთ.
როგორ იპოვოთ სპონსორი ვიზისთვის (Local Sponsorship Scheme for Ukraine): გაერთიანებულ სამეფოში რამდენიმე ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი, უკრაინის მოქალაქეებს დაეხმაროს ვიზისათვის სპონსორების მოძიებაში. ამ ორგანიზაციების სია იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3GEtwW5
როგორ უნდა შეავსოთ ვიზის განაცხადი თუ სპონსორი გყავთ: ვიზის განაცხადი ივსება ონლაინ და უფასოა. მისი შევსება სპონსორთან ერთად შეგიძლიათ. დეტალურად ვიზის განაცხადის შესახებ ბმულზე https://bit.ly/3GH1PM9
თუ საქართველოში იმყოფებით და ვიზაზე განაცხადის შევსებაში დახმარება გჭირდებათ, მიმართეთ თბილისის სავიზო ცენტრს მისამართზე: თბილისი, ბესიკის ქუჩა 4, ბესიკის ბიზნეს ცენტრი (პირველი სართული).
საკვები: უფასო საკვებს ფუდბანკები უზრუნველყოფენ. მათი მოძებნა ქალაქების მიხედვით შეგიძლიათ ბმულზე https://bit.ly/3GHIkDk
შინაური ცხოველები: შინაურ ცხოველებს გაერთიანებულ სამეფოში შეუშვებენ თუ მათ ჩატარებული აქვთ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, აქვთ ჩიპი, დამუშავებულნი არიან პარაზიტების წინააღმდეგ და გააჩნიათ ვეტერინარული პასპორტი. თუ ეს პირობები დაცული არ არის, შინაურ ცხოველს 4 თვემდე ვადით კარანტინში მოათავსებენ. ცხოველის კარანტინში მოთავსება უფასოა უკრაინიდან ჩამოსული პირებისათვის.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინულ ენაზე იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3Mp2zHj
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)