მომზადებულია Motskaleba Foundation-ის ინფორმაციის მიხედვით
სავიზო რეჟიმი: უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ დარჩენა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი: დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსით მოსარგებლე პირს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხელი მიუწვდება შრომით ბაზარზე, საცხოვრებელ ადგილზე, სასკოლო განათლებაზე, საბანკო მომსახურებაზე, სამედიცინო სერვისებზე და ფინანსურ დახმარებაზე. ევროკავშირის ყველა ქვეყანას ამ სტატუსის მოპოვებისთვის საერთო პროცედურები აქვს, თუმცა ფაქტობრივი დახმარება შესაძლოა, განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. სტატუსის მოპოვება თქვენს მიერ არჩეული ევროკავშირის ქვეყნის ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებში შეგიძლიათ.
ვის შეუძლია დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მოპოვება: უკრაინის მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დატოვეს, მათი ოჯახის წევრებს, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში საერთაშორისო დაცვის სტატუსით სარგებლობდნენ, ან გააჩნიათ უკრაინაში გაცემული მუდმივი ბინადრობის ნებართვა და ვერ ბრუნდებიან ქვეყანაში ან წარმოშობის რეგიონში უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.
ლტოლვილის სტატუსი: უკრაინის მაცხოვრებლებს უფლება აქვთ, ევროკავშირს მიმართონ თავშესაფრის მოთხოვნით. გასათვალისწინებელია, რომ სტატუსის მოპოვებამდე ქვეყანას ვერ დატოვებთ (უკრაინაშიც ვერ დაბრუნდებით) და ლეგალურად ვერ იმუშავებთ.
ლტოლვილის სტატუსზე განაცხადი უნდა შეიტანოთ საზღვარზე ან ევროკავშირის ქვეყნის ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში. ლტოლვილის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია ევროკავშირის მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც უკრაინის დატოვების შემდეგ პირველად შეხვედით.
ლტოლვილის სტატუსის უპირატესობები: ლტოლვილის სტატუსის მოპოვების შემდეგ ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1-დან 5 წლამდე ვადით, გაგრძელების პერსპექტივით. სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელ ადგილს, სოციალურ და სამედიცინო დახმარებას, ასევე, სასკოლო განათლებასაც.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)