მომზადებულია Motskaleba Foundation-ისა და გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილების საკითხებში ფედერალური სამსახურის მასალების მიხედვით
საჭირო დოკუმენტები: 2024 წლის 4 მარტამდე უკრაინის მოქალაქეს შეუძლია გერმანიის ტერიტორიაზე შევიდეს ვიზის გარეშე და დარჩეს ქვეყანაში შესვლიდან 90 დღის განმავლობაში. 2024 წლის 23 თებერვლამდე გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია უკრაინის მოქალაქის ID-ბარათის საფუძველზეც. 90 დღის გასვლის შემდეგ აუცილებელია სპეციალური ნებართვის აღება. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებ-გვერდი: https://rb.gy/v1npt
ვიზასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ გერმანიის საელჩოს საქართველოში:
თბილისი, თელავის ქუჩა 20, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი
ტელეფონი: (+99532) 2447300
ფაქსი: (+99532) 2447364
ელ.ფოსტა: info@tiflis.diplo.de
უკრაინელებისთვის, ვინც გერმანიაში აპირებს თავშესაფრის მოძიებას, სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გერმანიაში უკრაინის საელჩომ ერთიან პლატფორმაზე განათავსა: https://germany.embassy.com.ua
გერმანიაში მოქმედებს უკრაინული საკოორდინაციო ცენტრი, რომელთა ცხელი ხაზის ნომრებია:
+49 69212 73 852
+49 160 913 61 782
E-mail: uainfmm@gmail.com
უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური გერმანელებისთვის მოქმედებს გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლის გამარტივებული წესები. დეტალურად იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3mtSA8Y
ებრაული ფესვების მქონე პირებს გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლა გამარტივებული წესით შეუძლიათ. დეტალურად იხ. ბმულზე https://bit.ly/39hbTzl
შინაური ცხოველები: შინაური ცხოველების შეყვანა გერმანიის ტერიტორიაზე შეზღუდვების გარეშე შეგიძლიათ. ჩასვლისთანავე ცხოველი ვეტერინარულ უწყებაში უნდა მიიყვანოთ დათვალიერებისა და სხვა პროცედურების ჩასატარებლად (ჩიპირება, ვაქცინაცია, პასპორტის გაცემა).
საბანკო ანგარიშები: საბანკო ანგარიშის გასახსნელად საკმარისია პასპორტი და კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის დოკუმენტი.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)