მომზადებულია Motskaleba Foundation-ის ინფორმაციის მიხედვით
საჭირო დოკუმენტები: კანადაში გასამგზავრებლად საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი და ვიზა, რომლის მოპოვებასაც თბილისის სავიზო ცენტრში შეძლებთ მისამართზე: თბილისი, ბესიკის ქუჩა 4, ბესიკის ბიზნეს ცენტრი (პირველი სართული). კანადის უახლოესი საელჩო ანკარაში მდებარეობს.
პროგრამა CUAET: კანადა უკრაინულ ოჯახებს სთავაზობს ქვეყანაში შესვლას სპეციალური პროგრამის CUAET-ის ფარგლებში. ეს არის უფასო ვიზა, რომელიც მუშაობის შესაძლებლობასაც მოგცემთ.
CUAET პროგრამის მოთხოვნები მინიმალურია. თუ უკრაინული პასპორტი გაქვთ, კანადაში გამგზავრებას, 3 წლის განმავლობაში ცხოვრებას და მუშაობას შეძლებთ.
CUAET პროგრამის დეტალები:
თუ ვიზის განცხადის შევსებისას შეცდომა დაუშვით და კანადის საიმიგრაციო სამსხურისათვის შეტყობინების გაგზავნა გსურთ, შეავსეთ ფორმა და შეტყობინების ტექსტში ჩაწერეთ თეგი Ukraine2022.
კანადაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები იხილეთ ბმულზე https://www.ua2canada.info/faq
Telegram ჩატი, რომელშიც, უკრაინელები ერთმანეთს უზიარებენ კანადაში გამგზავრების გამოცდილებას https://t.me/UAtoCanada
შინაური ცხოველები:
კანადაში სხვადასხვა შინაური ცხოველის მიმართ განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს. ამიტომ, გამგზავრებამდე, მნიშვნელოვანია, ვებსაიტზე მიუთითოთ კონკრეტული ცხოველი, მისი ასაკი და ქვეყანა, რომლიდანაც მოემგზავრებით. ამის შემდეგ იხილავთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს: https://inspection.canada.ca/importing-food-plants-or-animals/pets/eng/1326600389775/1326600500578
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)