არქიტექტორის და მშენებელ-ინჟინრის ვაკანსიები კომპანიაში „გრავიტა“
სამშენებლო კომპანია „გრავიტა“ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორისა და მშენებელ-ინჟინრის პოზიციებზე.
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ამ ეტაპზე იმყოფებიან სხვა ქვეყნებში, შეუძლიათ შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება და შეთანხმების შემთხვევაში, გარკვეული დროით დისტანციურად მუშაობა.
კომპანია გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებიდან და უნარებიდან გამომდინარე;
- კომპლექსურ სამშენებლო პროექტებში ჩართულობას და განვითარების საშუალებას პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდთან ერთად;
- სამედიცინო დაზღვევას;
- ფიტპასს და სხვადასხვა სოციალურ ბენეფიტებს;
- მეგობრულ გუნდს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
არქიტექტორი
ძირითადი ფუნქციები:
- მუშა ნახაზების შედგენა;
- 3 D ვიზუალიზაცია - კონკრეტული არეალების განმარტების მიზნით;
- მშენებლობის პროცესში ობიექტის ზედამხედველობა;
- პროექტის არქიტექტურის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ადაპტირება მშენებლობის პროცესების მიმდინარეობისას;
- მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტა და ტექნიკური კვანძებისა დაწგადაწყვეტების მომზადება.
მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- პროგრამების (ArchiCAD, AutoCAD, და ა.შ.) ცოდნა;
- კონსტრუქციული ნახაზების გარჩევა;
- საინჟინრო კომუნიკაციებისა და ელექტროობის პროექტების გარჩევა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება.
მშენებელ - ინჟინერი
ძირითადი ფუნქციები:
- მიმდინარე სამშენებლო პროექტების საინჟინრო საკითხების მართვა და კოორდინირება;
- საინჟინრო საკითხების, პროექტის კონტროლისა და გეგმა-გრაფიკების განსაზღვრის ხელმძღვანელობა, დაგეგმვა და მართვა;
- საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროექტის მენეჯერებთან და ინჟინრებთან აქტიური მუშაობა საინჟინრო გეგმების განსახილველად;
- პროექტის ნახაზებთან, სპეციფიკაციებთან და სტანდარტებთან სამშენებლო პროცესების შესაბამისობის მონიტორინგი, პროექტის მენეჯერებთან დასამშენებლო მოედნის ზედამხედველებთან თანამშრომლობით;
- ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა, კონტრაქტორების მხრიდან ხარისხთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
- სამშენებლო პროცესში ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების გაცემა;
- პროექტის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მონაწილეობა და დასწრება;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადებაში ჩართულობა;
- პროექტების მიმდინარეობის და განვითარების მონიტორინგი და ყველატექნიკური დოკუმენტაციის საბოლოო დადასტურება;
- სატენდერო პროცესში ჩართულობა ნახაზების რევიზირების კუთხით და ტექნიკურ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემა;
- კონტრაქტორების შესრულებული სამუშაოების ადგილზე შემოწმება და შეფასება;
- სამშენებლო - ტექნიკური საკითხების განხილვა და პრობლემების გადაწყვეტა.
მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- პროგრამების (ArchiCAD, AutoCAD, და ა.შ.) ცოდნა;
- სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე career@gravita.ge 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდი