24 ივნისს საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება

რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად 24 ივნისს გაიმართება საქველმოქმედო ვახშამი. მინიმალური შემოწირულობის ოდენობა 35 ლარია და მისი გაღება შესაძლებელია უშუალოდ ვახშამზე. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ორგანიზაციას “Enjoying life”. 

დასაწყისი: 19:30სთ-ზე.

მისამართი: ყიფშიძის ქ. 7 (ვაკის პარკთან), ასოციაცია "ქალი და ბიზნესი".

ვახშამი იმართება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით და მისი ორგანიზატორები არიან იტალიელი, ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი მოხალისეების ჯგუფი და ასოციაცია "ქალი და ბიზნესი".

Перейти на сторінку організації
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოძიება და შეკრება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია მხოლოდ საინიციატივო ჯგუფი და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან ევროკავშირის შეხედულებებს.

© 2022 Dopomoga Ukraini