უძრავი ქონების რეგისტრაცია
ვის შეუძლია საქართველოში უძრავი ქონების შეძენა, იჯარით აღება ან ქირაობა?
საქართველოში უძრავი ქონების (კორპუსის ბინა, კერძო სახლი, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი) შეძენა, იჯარა/ქირაობა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. ერთადერთი გამონაკლისი სასოფლო-სამეურნეო მიწაა, რომლის შეძენის უფლებაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს.
აუცილებელია, საქართველოში შეძენილი, ოჯარით ან ქირავნობით აღებული უძრავი ქონება იყოს რეგისტრირებული ოფიციალურ ორგანოში.
სად შეძლებთ უძრავი ქონების რეგისტრაციას?
უძრავი ქონების შეძენასთან, იჯარით აღებასთან და ქირაობასთან, დაკავშირებულ ყველა საჭირო მომსახურეობას იუსტიციის სახლის ფილიალებში მიიღებთ. ფილიალების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს https://psh.gov.ge/main/page/7/406
ვებ: გვერდი: www.psh.gov.ge
ცხელი ხაზი: 032 2405405
რა გჭირდებათ შეძენილი უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის?
მას შემდეგ რაც უძრავ ქონებას შეიძენთ, მისი რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ:
- ნასყიდობის ხელშეკრულება ქართულ ენაზე. ხელშეკრულების ქართული ნიმუშების სანახავად გადადით ბმულზე.
ყურადღება: როდესაც მყიდველი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არ იცის ქართული ენა, ხელშეკრულება უნდა მომზადდეს ორ ენაზე. ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ თარჯიმნის ხელმოწერაც. თარჯიმანი შეიძლება იყოს ნებისმიერი მესამე პირი, რომელმაც ორივე ენა იცის.
- გამყიდველისა და მყიდველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან პასპორტები
- ხელშეკრულებაზე ხელმოწერების დამოწმება (ხდება ადგილზევე, იუსტიციის სახლში, დამოწმების საფასური - 7 ლარი)
- რეგისტრაციის საფასურის გადახდა:
რა შემთხვევაში ფორმდება იჯარა და როდის გჭირდებათ ქირავნობის რეგისტრაცია?
როდესაც უძრავი ქონებით სარგებლობა მხოლოდ საცხოვრებლად გსურთ, საჭიროა ქირავნობის რეგისტრაცია. თუ უძრავი ქონების გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის აპირებთ, ამ შემთხვევაში ხდება იჯარის რეგისტრაცია.
რა გჭირდებათ იჯარის/ქირავნობის რეგისტრაციისთვის?
- იჯარის/ქირავნობის რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ:
- იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულება ქართულ ენაზე. ხელშეკრულების ქართული ნიმუშების სანახავად გადადით ბმულზე.
ყურადღება: თუ დამქირავებელი/მოიჯარე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და არ იცის ქართული ენა, ხელშეკრულება ორ ენაზე უნდა შეადგინოთ. ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ თარჯიმნის ხელმოწერაც. თარჯიმანი შეიძლება იყოს ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც ორივე ენას ფლობს.
- ორივე მხარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან პასპორტები
- ხელმოწერების დამოწმება (ხდება ადგილზევე, იუსტიციის სახლში, დამოწმების საფასური 7 ლარი)
- რეგისტრაციის საფასური:
ბიზნესის რეგისტრაცია
ვის შეუძლია საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია?
საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.
სად შეიძლება ამ მომსახურების მიღება?
ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო მომსახურეობას იუსტიციის სახლის ფილიალებში მიიღებთ. ფილიალების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს https://psh.gov.ge/main/page/7/406
ვებ: გვერდი: www.psh.gov.ge
ცხელი ხაზი: 032 2405405
რომელია ბიზნესის ყველაზე გავრცელებული ფორმები საქართველოში?
საქართველოში ბიზნესის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ინდივიდუალური მეწარმე (ინდ. მეწარმე) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).
ვინ არის ინდ.მეწარმე?
ინდ. მეწარმე ფიზიკური პირია, რომელიც დამოუკიდებლად, პარტნიორების გარეშე ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას და არ იყენებს დაქირავებული პირების შრომას.
ყურადღება: ინდ. მეწარმე არ არის იურიდიული პირი. თუ ბიზნეს საქმიანობიდან ვალი წარმოგეშობათ, მევალეს შეუძლია, დავალიანების დასაფარად თქვენი პირადი ქონება მოგთხოვოთ.
რა დაგჭირდებათ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის?
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი
- იურიდიული მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე. თუ საქართველოში უძრავი ქონება გაქვთ, შეგიძლიათ, ამ ქონების მისამართი მიუთითოთ. თუ უძრავ ქონებას არ ფლობთ, საკმარისია, წარადგინოთ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა, მაგალითად, თუ ქირით ცხოვრობთ, შეგიძლიათ, იმავე ბინის/სახლის მესაკუთრის თანხმობა აიღოთ და თქვენი ინდ.მეწარმის იურიდიულ მისამართად მიუთითოთ.
- ხელმოწერების დამოწმება (ხდება ადგილზევე, იუსტიციის სახლში, დამოწმების საფასური 7 ლარი)
- რეგისტრაციის საფასური:
რა უნდა იცოდეთ შპს-ს რეგისრტაციამდე?
რა დაგჭირდებათ შპს-ს რეგისტრაციისთვის?
- შპს-ს წესდება ქართულ ენაზე. წესდების ქართული ნიმუშის სანახავად გადადით ბმულზე.
ყურადღება: თუ დამფუძნებელმა/წილის მფლობელმა არ იცის ქართული ენა, წესდება უნდა შეადგინოთ ორ ენაზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თარჯიმნის ხელმოწერაც. თარჯიმანი შეიძლება იყოს ნებისმიერი მესამე პირი (არ უნდა იყოს დირექტორი/მეწილე/დამფუძნებელი), რომელიც ორივე ენას ფლობს.
- ყველა დამფუძნებლის/დირექტორის/მეწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი
- ხელმოწერების დამოწმება (ხდება ადგილზევე, იუსტიციის სახლში, საფასური 7 ლარი)
- რეგისტრაციის საფასურის გადახდა:
მასალა მოამზადა Dopomoga Ukraini-ს გუნდმა. ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)