თსუ უკრაინელ სტუდენტებს საერთო საცხოვრებლითა და სტიპენდიით უზრუნველყოფს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს  სხვადასხვა ტიპის დახმარებას  სთავაზობს:

• უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ და იმყოფებიან  საქართველოში, საერთო  საცხოვრებლით უფასოდ  სარგებლობა შეეძლებათ, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში დაენიშნებათ სტიპენდია;

• უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში დასასვენებლად  იმყოფებოდნენ  და უკრაინაში მიმდინარე საომარი  მოქმედებების გამო ვერ  გაემგზავრნენ სამშობლოში,  შესაძლებლობა ექნებათ,  უსასყიდლოდ ისარგებლონ თსუ-ს საერთო საცხოვრებლით;

• საქართველოში მყოფ უკრაინის  მოქალაქეებს უნივერსიტეტის  მოკლევადიან სასერტიფიკატო  კურსებზე სწავლა უსასყიდლოდ  შეეძლებათ;

თსუ უკრაინის ყველა მოქალაქეს  კვალიფიციური სპეციალისტების  ფსიქოლოგიურ დახმარებასაც  სთავაზობს.

საერთო საცხოვრებელთან  დაკაშირებულ საკითხებზე  მიმართეთ გიორგი გრიგოლაშვილს  ელ.ფოსტაზე  giorgi.grigolashvili@tsu.ge, ტელეფონი: +995555654140.

სასერტიფიკატო კურსებთან  დაკავშირებულ საკითხებზე  მიმართეთ ქეთი ცინცაძეს  ელ.ფოსტაზე: keti.tsintsadze@tsu.ge, ტელეფონი: +995577248848.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)