როგორ და სად მიიღონ უკრაინის მოქალაქეებმა ფინანსური დახმარება?

საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებსა და უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებს, სახელმწიფოსგან 3 თვის განმავლობაში გაეწევათ შემდეგი სახის სოციალურ-ეკონომიკური დახმარება:

  • ყოველთვიური შემწეობა საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის 300 ლარის ოდენობით ოჯახზე
  • ყოველთვიური საარსებო შემწეობა 45 ლარის ოდენობით 1 ადამიანზე

სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა გაეწევათ პირებს, რომლებიც:

  • საქართველოში შემოვიდნენ 2022 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 15 ივლისამდე და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას. ამასთან, განთავსებული არიან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სასტუმროებში და მოითხოვენ სახელმწიფოსგან დახმარებას;
  • საქართველოში შემოვიდნენ 2022 წლის 15 ივლისის შემდგომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას და მოითხოვენ სახელმწიფოსგან დახმარებას.

სახელმწიფო ფინანსური დახმარება არ გაეწევათ პირებს ან მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც:

  • საქართველოში შემოვიდნენ 2022 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 15 ივლისამდე და არ იყვნენ განთავსებულნი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საცხოვრებელში;
  • შემოვიდნენ საქართველოში და ნაღდი ფულის სახით ჯამურად აქვთ 6 000 ლარზე (ან მისი ეკვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში) მეტი ოდენობის თანხა, ან ფლობენ უძრავ/მოძრავ (სატრანსპორტო საშუალება) ქონებას, რომლის ღირებულება აღემატება 6 000 ლარს;
  • არიან 18-დან 60 წლის ჩათვლით მამრობითი სქესის წარმომადგენლები, გარდა შშმ პირებისა და მარტოხელა მშობლისა, რომელსაც თან ახლავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი.

სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის საფუძვლები:

  • 45-ლარიანი დახმარება აღარ გაეწევა პირს, რომელიც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიპოვებს ჰუმანიტარული პირის სტატუსს ან/და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას;
  • 300-ლარიანი დაფინანსება შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

ვის უნდა მიმართოთ:

სახელმწიფო დახმარების მიღების მსურველმა პირებმა შესაბამისი მოთხოვნით უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ განყოფილებას (სერვისცენტრს).

სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალები თბილისში:

 

გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრი, (Google Maps)

მისამართი: დ. სარაჯიშვილის გამზირი №1, ქ. თბილისი;

ტელ: 0 32 2 62 33 69; 0 32 2 62 33 68.

 

დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრი (Google Maps)

მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი №140ა, ქ. თბილისი;

ტელ: 0 32 2 94 24 98;0 32  2 94 31 03.

 

ისანი-სამგორის სერვის ცენტრი (Google Maps)

მისამართი: მოსკოვის გამზირი №25, ქ. თბილისი;

ტელ: 0 32 2 71 01 28; 0 32 2 71 01 26.

 

ძველი თბილისის სერვის ცენტრი (Google Maps)

მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №47/57;

 

ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი (Google Maps

მისამართი: მიცკევიჩის ქ. №23, ქ. თბილისი;

ტელ: 0 32 2 37 17 39; 0 32 2 37 19 04; 0 32 2 37 19 21; 0 32 2 37 19 26.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალი ბათუმში

მისამართი: ბათუმი, ტაბიძის ქუჩა N2ა

სააგენტოს ფილიალების მისამართები საქართველოს მასშტაბით იხილეთ ამ ბმულზე https://dopomoga.ge/Home/PostInternalPage/513 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს - 1505

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)