რინგოვეტი ეძებს გამოცდილ უკრაინელ ვეტერინარ ექიმებს ან/და ვეტერინარი ექიმის ასისტენტებს.
რინგოვეტი 2022 წლის შემოდგომაზე ჩაეშვება, ეს იქნება მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ძაღლისა და კატის პატრონებს შეუძლიათ ადგილზე გამოიძახონ ვეტერინარი, როგორც პირადი, ასევე მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად. შესაძლებელია უკრაინაში მცხოვრები ვეტექიმების რინგოვეტში სამუშაოდ საქართველოში ჩამოყვანაც.
ძირითადი მოთხოვნები:
ვეტერინარს უნდა შეეძლოს ძაღლისა და კატისთვის პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარების აღმოჩენა, როგორც სახლის, ასევე საველე პირობებში.
საბაზისო პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება კლინიკურ უნარჩვევებში,
პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა.
საუკეთესო ვარიანტია, თუკი ცხოველების სასწრაფოშიც აქვს ნამუშევარი
პირობები:
გამოძახების 60% არის ვეტექიმის.
ექიმის სამედიცინო მარაგს ავსებს რინგოვეტი.
გადაადგილება ხდება სკუტერით. კარგია თუკი ვეტერინარმა იცის სკუტერის ან მანქანის ტარება (თუ არადა, რინგოვეტი გასწავლით და ამასაც დაგიფინანსებთ)
რინგოვეტის სასწრაფო დახმარება არის 24/7, 3 8 საათიანი მორიგებოით.
შესაბამისად მოქმედებს დღის და ღამის ტარიფები. ღამე მოქმედებს ფიქსირებული ტარიფი + გამოძახების %.
საშუალოდ, ვეტერინარის თვიური ხელფასი არის 1000 -1800 ლარი (ღამის მომსახურების დარიცხული %-ის გათვალისწინებით).
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი CV მეილზე:
wof@ringovet.com
საკონტაქტო ნომერი +995 595 914 914 whatsapp
Перейти на сторінку організаціїვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოძიება და შეკრება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია მხოლოდ საინიციატივო ჯგუფი და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
© 2022 Dopomoga Ukraini