ინიციატივა უკრაინელი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის

პირველი აგვისტოდან  უკრაინის მოქალაქეების  სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. 

ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები  უკრაინელი მოქალაქეების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ინიციატივით გამოვიდნენ.

ინიციატივის მონაწილეები არიან ღია საზოგადოების ფონდიდან ქეთი ხუციშვილი, ნინო ქათამაძე - „ნინო ქათამაძის ფონდის“  სახელით, დმიტრო კორენი RAZOM.GE-ს სახელით, თეონა ჭკადუა- DOPOMOGA UKRAINI-ს სახელით და მოხალისე აქტივისტები.

2 აგვისტოდან, საცხოვრისის საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეებისს აღრიცხვა, საგანგებო ანკეტის მეშვეობით დაიწყო.

ანკეტაში რეგისტრირებული უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად, ღია საზოგადოების ფონდის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც შემოწირულობის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია (ანგარიში ლარში: GE51TB7324636080100018; Დოლარში: GE63TB7324636180100012, მიმღები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი).

უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესის მხარდასაჭერად, ღია საზოგადოების ფონდი 150 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მოქალაქეთა შემოწირულობებთან ერთად, გარკვეული პერიოდით უკრაინის მოქალაქეებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)