უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და უწყვეტად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფლება აქვთ, საჭირო მედიკამენტების შესაძენად დაფინანსება მოიპოვონ.
როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი მედიკამენტების დასაფინანსებლად (მათ შორის ქრონიკული დაავადებები, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება, (შაქრიანი დიაბეტის გამოკლებით):
- ფორმა No IV – 100/A (ჯანმრთელობის ცნობა)
- აფთიაქის გაცემული კალკულაცია
- განაცხადის ნომერი,რომელიც აფთიაქმა მიანიჭა
- პასპორტის გვერდის ასლი, სადაც არის ბეჭედი საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის შესახებ. თუ საქართველოში შიდა დოკუმენტებით შემოხვედით, დაგჭირდებათ საზღვრის გადაკვეთის მოწმობა (გაიცემა საქართველოს პოლიციის მიერ)
- პასპორტის ასლი, ან პირადობის მოწმობის ასლი, ან საზღვარგარეთის პასპორტის ან უკრაინაში ბინადრობის ნებართვის ასლი.
- სოციალური დაუცველობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ინვალიდობის მოწმობა, პენსიონერის მოწმობა და ა.შ.) ასეთი არსებობის შემთხვევაში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისამართი:
თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 144
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-20:00
ან გაგზავნეთ ეს ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით ჯანდაცვის სამინისტროს ელ.ფოსტაზე: info@moh.gov.ge.
აუცილებელია, მიუთითოთ, რა ტიპის დაფინანსებაზე მიმართავთ (მედიკამენტების დაფინანსება).
დამატებითი კითხვებისათვის დარეკეთ სამინისიტროს ცხელ ხაზზე: 1505.
მომზადებულია World Vision in Georgia-ს ინფორმაციის საფუძველზე.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)