20 აგვისტოს ყვარელში, ილიას ტბაზე, ჩატარდება ველომსვლელობა, სახელწოდებით „მშვიდობის წრე ილიას ტბაზე“, რომელიც ეძღვნება მშვიდობას უკრაინაში, საქართველოსა და მთელს მსოფლიოში.
ველომსვლელობაზე საჩვენებლად წარმოდგენილი იქნება უკრაინული (ხარკოვის) წარმოების ვინტაჟური, სპორტული და ტრეკის ველოსიპედების კოლექცია და ასევე ევროპული წარმოების ველოსიპედები. ღონისძიება არის საქველმოქმედო. თუ ვინმეს სურს, დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს საქართველოში, შეუძლია, თანხა გადარიცხოს ანგარიშზე: GE95BG0000000941888500 GEL.
ღონისძიება ტარდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია საქართველოს საზოგადოების” ორგანიზებით, ყვარელის მუნიციპალიტეტის პატრონაჟით და კომპანია GGSTAR.GE პარტნიორობით.
დასწრება და მონაწილეობა უფასოა. ნებისმიერი მონაწილე, რომელიც გამოცხადდება თავისი ველოსიპედით, ყველა მონაწილესთან ერთად, ერთიანი მსვლელობით ერთ სიმბოლურ წრეს დაარტყამს ილიას ტბას, ხოლო ის მონაწილეები, რომლებიც იქნებიან ველოსიპედების გარეშე, ფეხით შემოუვლიან ტბას.
მისამართი: ქალაქი ყვარელი, ილიას ტბა.
ველომსვლელობისთვის რეგისტრაცია დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო მსვლელობა - 16:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათზე.
ვინც მიბრძანდება თავისი საკუთარი ველოსიპედით, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: https://bit.ly/3JVPqWf
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)