ვიზა და საჭირო დოკუმენტები. ირლანდიაში გასამგზავრებლად უკრაინის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ. ასევე, არ დაგჭირდებათ არც კოვიდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც კორონავირუსის ტესტის ჩატარება.
თუ მოქმედი პასპორტი არ გაქვთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ID ბარათი, დაბადების მოწმობა ან ვადაგასული პასპორტი. ირლანდიის მთავრობის თხოვნით, ავიახაზები იღებენ ამ დოკუმენტებს.
თუ მგზავრობთ ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებიც არ არიან უკრაინის მოქალაქეები, მათ შესაძლოა, დასჭირდეთ ირლანდიის ვიზა.
საერთაშორისო დაცვა. ირლანდიაში ჩასვლისთანავე უნდა გამოცხადდეთ მიმღებ ცენტრში (reception hub). სანამ საცხოვრებელ ადგილზე გადაგიყვანენ, შესაძლოა, ცოტა ხანს აეროპორტში მოცდა მოგიწიოთ. თუ ირლანდიაში როსლერის პორტის მეშვეობით აღმოჩნდებით, მიბრძანდით საპასპორტო კონტროლთან (passport control).
სოციალური დახმარება. უკრაინის მოქალაქეებს უფლება აქვთ, მიიღონ ყოველკვირეული სოციალური დახმარება.
საცხოვრებელი ადგილი. თუ ირლანდიაში დასარჩენი ადგილი არ გაქვთ, ამის შესახებ ჩასვლისთანავე უნდა განუცხადოთ ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენლებს და დროებით საცხოვრებელ ადგილზე მთავრობა უფასოდ იზრუნებს. თუ უკვე ირლანდიაში ხართ და არ გაქვთ საცხოვრებელი, მიწერეთ ელ.ფოსტაზე ukrainetempaccom@equality.gov.ie.
ჯანდაცვა. ყველა პირს, რომელიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობს, აქვს უფლება, ჰქონდეს სამედიცინო ბარათი, რომლითაც ეკუთვნის უფასო ვიზიტი ექიმთან და მედიკამენტები ფასდაკლებით.
წყარო: www.citizensinformation.ie
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)