რა უნდა იცოდეთ იტალიაში გასამგზავრებლად

მომზადებულია Motskaleba Foundation-ის ინფორმაციის მიხედვით

ვიზა და სხვა დოკუმენტები. უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს, იტალიაში გასამზგავრებლად ვიზა არ სჭირდება. თუ მხოლოდ შიდა დოკუმენტი, არაბიომეტრიული პასპორტი ან დაბადების მოწმობა გაქვთ, ვიზა დაგჭირდებათ, რომელსაც იტალიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოგცემენ. 

იტალიის საელჩო საქართველოში

თბილისი, ჩიტაძის ქუჩა 3ა

ტელეფონი: (+99532) 2996418

ფაქსი: (+99532) 2996415

ელ.ფოსტა: embassy.tbilisi@esteri

1 ივნისიდან მოხსნილია კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები.

შინაური ცხოველები. შინაურ ცხოველთან ერთად იტალიაში შესვლა თავისუფალია. ყველა პრაქტიკული საკითხი წყდება საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ადგილზევე.  ინდივიდუალურ შემთხვევებთან დაკავშირებით პასუხების მიღება შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: UA-pets@sanita.it

ვალუტის გაცვლა. უკრაინისა და იტალიის ეროვული ბანკების შეთანხმების თანახმად, იტალიის ბანკებში შესაძლებელია უკრაინული ჰრივნას გადაცვლა ევროზე. თითოეული პირი, რომელიც იტალიაში დროებით თავშესაფარს მიიღებს, შეძლებს გადაცვალოს 10 000 ჰრივნა ევროზე. 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)