მომზადებულია Motskaleba Foundation-ის ინფორმაციის მიხედვით
ვიზა. თუ ბიომეტრიული პასპორტი გაქვთ, ბელგიაში შესასვლელად ვიზა არ დაგჭირდებათ. თუ საზღვარგარეთის ჩვეულებრივი პასპორტი გაქვთ, ვიზა უნდა აიღოთ. ვიზასთან დაკავშირებული კონსულტაციებისთვის და ვიზის ასაღებად მიმართეთ ბელგიის საკონსულოს:
ბელგიის საკონსულო თბილისში:
მირიან მეფის 78
ტელეფონი: (+99559) 9303253, (+99532) 2372220
ელ.ფოსტა: belconsul.tbilisi@gmail.com
დროებითი დაცვის სტატუსი. უკრაინის მოქალაქეები, სარგებლობენ უფლებით, მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრს დროებითი დაცვის სტატუსის და დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, რომელიც სამომავლოდ საშუალებას მისცემთ, მიმართონ ბელგიის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ორგანოებს სოციალური დახმარების მისაღებად.
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დროებითი დაცვის სატატუსის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საიმიგრაციო სამსახურს ბრიუსელ ექსპოში, მე-8 დარბაზი (Rue Verregat , 1020 Brussels). სამუშაო საათები - ყოველ დღე 8:30-დან 16:00 საათამდე. რეკომენდირებულია, წინასწარ ჩაწერა ონლიან მისამართზე https://dofi.ibz.be/en/themes/ukraine/registration-center.
შინაური ცხოველები. ცხოველების შესაყვანად აუცილებელია საერთაშორისო პასპორტი, ჩიპი, ცოფის ვაქცინაცია და ანტისხეულების ანალიზი.
დაბინავება. თუ ბელგიაში საცხოვრებელი ადგილი არ გაქვთ, საიმიგრაციო სამსახური - Fedasil გაგიშვებთ თავშესაფარში, რომელსაც ქვეყანაში არსებული კომუნები გთავაზობენ.
ბელგიაში საცხოვრებელი ადგილის მოსაძიებლად ეწვიეთ ვებ-გვერდებს:
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)