პროექტი $1K უკრაინულ ოჯახებს ფინანსურად ეხმარება

პროექტი $1K უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩაეშვა. პროექტის ინიციატორი აშშ-ის მოქალაქე, წარმოშობით უკრაინელი ბიზნესმენი ალექს ისკოლდია.

უკრაინულ ოჯახებს, რომლებსაც ფინანსური დახმარება სჭირდებათ, შეუძლიათ, მიიღონ 1000 აშშ დოლარი სპონსორებისგან. დახმარება გაეწევათ როგორც უკრაინიდან ომის შედეგად წასულ ოჯახებს, ისე მათაც, ვინც ქვეყნის შიგნით გადაადგილდა ან საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. 

პრიორიტეტი ენიჭებათ ბავშვიან ოჯახებს და ხანდაზმულებს. 

ინსტრუქციები დახმარების მისაღებად:

  • შეავსეთ ანკეტა პროექტის ვებ-გვერდზე (https://airtable.com/shrvfSCquvjgdEJPy)
  • დაამატეთ საოჯახო ფოტო (სავალდებულო ველი)
  • მიუთითეთ განმცხადებლის სოციალური ქსელის (Facebook ან Instagram) ბმული - ვინაობის დასადასტურებლად
  • აღწერეთ ოჯახის მდგომარეობა და რატომ გჭირდებათ დახმარება
  • მოიწონეთ $1K პროექტის Facebook და Instagram გვერდები (სავალდებულო მოთხოვნა)

აპლიკაციის განხილვის შემდეგ პროექტის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით. ფინანსური დახმარება ერთჯერადია. განაცხადის შევსებაც მხოლოდ ერთხელ შეიძლება. 

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას პროექტის შესახებ აქ https://bit.ly/3esBFTz 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)