დიასახლისის ვაკანსია სახაჭაპურეში „გუნდა“

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან არტიზანული სახაჭაპურე „გუნდა“ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს. ერთი უკრაინელი „გუნდამ“ უკვე დაასაქმა თავის მეგობრულ გუნდში შეფის პოზიციაზე  და კვლავ ეძებს ახალ თანამშრომლებს.

„გუნდა“ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

საკონტაქტო ტელეფონი: 551 500 040

საკონტაქტო ელფოსტა: hr@gunda.ge

სამუშაო ადგილი: სოლოლაკი

სამუშაო განაკვეთი: 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი

ანაზღაურება: 700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
  • საოფისე/საწარმოო/სასაწყობე ინვენტარის წმენდა-დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
  • საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;
  • ჰიგიენური საშუალებების მარაგების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

საჭირო უნარები:

  • ყურადღებიანი და მობილიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV შემდეგ ელმისამართზე: hr@gunda.ge. გთხოვთ, „სათაურის“ ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 სექტემბერი.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)