„გუნდა“ აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან არტიზანული სახაჭაპურე „გუნდა“ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს. ერთი უკრაინელი „გუნდამ“ უკვე დაასაქმა თავის მეგობრულ გუნდში შეფის პოზიციაზე  და კვლავ ეძებს ახალ თანამშრომლებს.

"გუნდა" აცხადებს ვაკანსიას შეფმზარეულის პოზიციაზე.

საკონტაქტო ტელეფონი: 551 500 040

საკონტაქტო ელფოსტა: hr@gunda.ge

სამუშაო ადგილი: სოლოლაკი

სამუშაო განაკვეთი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი

ანაზღაურება: 2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • სამზარეულოს გუნდის მართვა, მენეჯერული გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
  • მარაგების მართვა;
  • ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • სამზარეულოს სრულფასოვნად ფუნქციონირების, დალაგების და წარმოების HACCP-ის სტანდარტებით მონიტორინგი;
  • მართვის ქვეშ არსებული ობიექტისთვის დამტკიცებული სახელმძღვანელოების, პროცესების, პროცედურებისა და სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა;
  • საკვები იყოს წარმოებული შესაბამისი კალკულაციების, მომზადების სტანდარტების და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით;
  • ეფექტურად უხელმძღვანელოს შეკვეთების მოწოდების პროცედურას, ხარისხისა და მიწოდების დროის შესაბამისად;
  • ობიექტისთვის დამტკიცებული ინდივიდუალური სამუშაო განრიგების მიხედვით კადრების მართვა;
  • ფუნქციებისა და მოვალეობების გონივრული გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე.

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV შემდეგ ელმისამართზე: hr@gunda.ge. გთხოვთ, "სათაურის" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 სექტემბერი.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)