10 სექტემბერს, 16:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე უკრაინული ბორშის დღე აღინიშნება.
ბორში უკრაინაში ყველაზე პოპულარული კერძია, ერთგვარი ეროვნული იდენტობის მარკერი.
ღონისძიება ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციების: «ქართულ-უკრაინული პრესისა და წიგნის სახლის» და IACD "Revival" ინიციატივით, თბილისის მერიის, საქართველოში უკრაინის საელჩოს და "ქარავანი ორბელიანზე" მხარდაჭერით, პროექტის „New Life“ ფარგლებში. მისი მიზანია უკრაინელი იძულებითი მიგრანტების საქართველოში ადაპტაცია და ინტერკულტურული გაცვლა.
ბორშს და სხვა უკრაინულ კერძებს შემოგთავაზებენ რესტორნები "FORK", "Pan Varenyk", "Odesa-mama".
ღონისძიებაზე გაიმართება უკრაინული პროდუქციის ბაზრობა, ბავშვებისთვის - მასტერკლასები და გასართობი ღონისძიებები.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)