იწყება უკრაინელი ახალგაზრდების გაძლიერების პროექტი

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში იწყება პროექტი - უკრაინელი ახალგაზრდების გაძლიერება ევროკავშირში ინტეგრაციისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის.

პროექტის მიზანია ქართველ და უკრაინელ ახალგაზრდებს შორის ხიდების აგება ურთიერთთანამშრომლობისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების კამპანიის ხელშესაწყობად.

პროექტის ფარგლებში უკრაინელ ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, მკვლევარებთან ჩატარდება ჰიბრიდული შეხვედრები და გაიმართება დისკუსიები თბილისსა და ქუთაისში. შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის ინსტიტუტის (EUI) წარმომადგენლები და მკვლევარები მიაწოდებენ ინფორმაციას გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიებისა და დაფინანსებების შესაძლებლობების თაობაზე. 

პირველი შეხვედრა გაიმართება 17 სექტემბერს, 14-16 წლის ასაკის ახალგაზრდებთან ქალაქ ქუთაისში. 

მსურველებმა მისწერეთ ორგანიზატორებს ელ.ფოსტაზე educationUAyoungers@gmail.com  ან Facebook გვერდზე.

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)