2022 წლის თბილისის ფოტო ფესტივალის ფოკუსში უკრაინაა

თბილისის რიგით მე-13 ფოტო ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება. პროგრამის ცენტრალური ნაწილი ორ გამოფენას აერთიანებს: 

  • პოლონელი ფოტოგრაფის, იუსტინა მელნიკევიჩის დოკუმენტურ ფოტო პროექტს “ნაპირებს შორის მიედინება უკრაინა“, რომელიც თანამედროვე უკრაინის სიღრმისეული კვლევაა 2014 წლიდან დღემდე; 
  • უკრაინელი ხელოვანების, ანდრიი დოსტლიევის და ლია დოსტლიევას კონცეპტუალურ ფოტო პროექტს “ნაომარი იარების დაამება“ – 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში (2016-2021 წლებში) მიმდინარე პერფორმანსის დოკუმენტაცია, რომელიც ომის ტრავმების გააზრებისა და დაამების მცდელობაა.

თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალურ გამოფენებს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი უმასპინძლებს 23 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე. მისამართი: მერაბ კოსტავას 14. 

ფესტივალის გახსნას ორივე გამოფენის ავტორი დაესწრება.

ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე https://fb.me/e/3yeFUjrkT 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)