SAFE YOU არის აპლიკაცია, რომელიც ქალებს ძალადობისაგან იცავს. აპლიკაციას აქვს SOS ღილაკი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში.
აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, ფსიქოლოგებს, იურისტებს, რეპროდუქტოლოგებს და სხვა პროფესიონალებს, რომლებისგანაც მიიღებთ კვალიფიციურ რჩევებს.
იმისათვის, რომ აპლიკაცია სწრაფად და შეფერხების გარეშე გამოიყენოთ, მას უნდა ჰქონდეს წვდომა თქვენს ადგილმდებარეობაზე (ლოკაციაზე), ისევე როგორც აუდიომოწყობილობასა და ფოტოებზე.
აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, მიუთითოთ, გსურთ თუ არა პოლიციის გამოძახებაც. თუ არ გსურთ ინციდენტის გადაცემა სამართალდამცავი უწყებებისთავის, შეტყობინება გაეგზავნება მხოლოდ თქვენს მიერ არჩეულ ორგანიზაციებს.
რა შემთვევებში შეგიძლიათ SOS ღილაკის გამოყენება?
თუ საფრთხეში ხართ, თავს დაცულად არ გრძნობთ და თქვენს გარდა ირგვლივ არავინაა, ვისაც საფრთხისგან თქვენი დაცვა შეუძლია, გამოიყენეთ SOS ღილაკი.
SOS ღილაკზე დაწკაპუნებით განგაშის სიგნალი და თქვენი ლოკაცია ერთდროულად ეგზავნება თქვენს მიერ წინასწარ არჩეულ კონტაქტებს და ქალთა ორგანიზაციებს, ხოლო მითითების შემთხვევაში - პოლიციასაც. ისინი მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენი ლოკაციით და შესაძლებლობა ექნებათ, დაუყოვნებლივ აღმოგიჩინონ დახმარება.
SOS ღილაკის აქტივაციის შემდეგ პროგრამა ავტომატურად გააკეთებს და შეინახავს აუდიოჩანაწერს, რომელიც მოგვიანებით გამოყენებული იქნება როგორც მტკიცებულება.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)