მომზადებულია Motskaleba Foundation-ის ინფორმაციის მიხედვით
შესვლის წესები. 25 აპრილიდან აშშ-ის ტერიტორიაზე შესასვლელად უკრაინის მოქალაქეებს სჭირდებათ:
პროგრამა Uniting for Ukraine. პროგრამა უფლებას გაძლევთ, შეხვიდეთ აშშ-ის ტერიტორიაზე და იმყოფებოდეთ 2 წლის განმავლობაში მუშაობით უფლებით. რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობისთვის:
უფრო მეტი პროგრამის შესახებ წაიკითხეთ უკრაინულ ენაზე ამ ბმულზე https://www.dhs.gov/ukraini
ვიზა. ვინაიდან აშშ-ის საკონსულო უკრაინაში არ მუშაობს, საჭიროა დოკუმენტების შეტანა სხვა ქვეყნებში. საელჩოს მისამართი საქართველოში: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 29, თბილისი, დიდი დიღომი, ტელეფონი: 032 227-70-00.
არსებობს ორი ტიპის ვიზა: საემიგრაციო და არასაემიგრაციო.
საემიგრაციო ვიზის მოქმედების ვადა 6 თვეა. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ უნდა შეხვიდეთ აშშ-ის ტერიტორიაზე და შეიტანოთ განაცხადი ბინადრობაზე. საემიგრაციო ვიზები არსებობს სამუშაო, ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემული და ა.შ.
პენსია. უკრაინის მოქალაქე პენსიონერები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შეძლებენ მიიღონ სახელმწიფო პენსია, რომელიც გადაეცემა 65 წელს გადაცილებულ ღარიბ ადამიანებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმ შტატზე, რომელშიც ცხოვრობს ლტოლვილი. 2023 წელს მინიმალური თანხა იქნება 914 აშშ დოლარი თვეში მარტოხელა ადამიანისთვის, ხოლო 1,371 აშშ დოლარიდაქორწინებული წყვილისთვის.
განაცხადის მისაღებად დაუკავშირდით თქვენს უახლოეს სოციალური დაცვის ადმინისტრაციის ოფისს. თქვენთან ერთად უნდა გქონდეთ:
• პასპორტი;
• ფორმა I-94;
• სოციალური დაცვის ნომერი (თუ შესაძლებელია);
• ინფორმაცია შემოსავლისა და არსებული დანაზოგების შესახებ;
• ინფორმაცია საბინაო მდგომარეობის შესახებ (იჯარის ხელშეკრულება ან ინფორმაცია ნათესავების შესახებ, რომლებთანაც ცხოვრობს განმცხადებელი).
სოციალური დახმარება. უკრაინელებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ საპენსიო ასაკისათვის, შეუძლიათ,მიიღონ ფედერალური შეღავათები, რომლებიც ძალაში შევა დროებითი დაცვის სტატუსის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში. შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი დახმარება:
1. გაჭირვებული ოჯახების დროებითი ფინანსური მხარდაჭერა (TANF);
2. სამედიცინო დაზღვევა Medicaid-ის მეშვეობით;
3. სასურსათო დახმარება დამატებითი სასურსათო დახმარების პროგრამის (SNAP) ფარგლებში.
დაუკავშირდით სახელმწიფო დახმარების ოფისს იმ ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებით, ან ლტოლვილთა განსახლების უახლოეს ოფისს. შესაბამისი დაწესებულებების სია იხილეთ აქ.
სამსახური. ლტოლვილთა განსახლების ოფისი (ORR) გეხმარებათ სამუშაოს მოძებნასა და უშუალო დასაქმებაში, მხარს უჭერს ინგლისური ენის შესწავლას და გასცემს რჩევებს ჯანდაცვის საკითხებზე.
შინაური ცხოველები. ძაღლების შეყვანა აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლებელია მხოლოდ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული წინასწარი ნებართვის (CDC Dog Import Permit) საფუძველზე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ითხოვს კატის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდასტურებელ მოწმობას, თუმცა ასეთი მოწმობა შეიძლება ავიაკომპანიამ ან კონკრეტულმა შტატმა მოითხოვოს. კატები ექვემდებარებიან შემოწმებას აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლისთანავე და თუ ცხოველი ავადაა, ის, შესაძლოა, არ შეუშვან ქვეყანაში. დეტალურად წაიკითხეთ ამ ბმულზე https://www.cdc.gov/importation/bringing-an-animal-into-the-united-states/index.html
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)