გრძელდება შეხვედრების პროექტი - „უკრაინელი ახალგაზრდების გაძლიერება ევროკავშირში ინტეგრაციისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში.
შემდეგი შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, zoom-ის პლატფორმის საშუალებით, 18 ოქტომბერს, 16:00 საათზე (თბილისის დროით - GMT/UTC+4). შეხვედრა შეეხება კვლევის შესაძლებლობებს და სადოქტორო პროგრამებს ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში. მომხსენებლები არიან დიტერ შლენკერი, ევროკავშირის ისტორიული არქივის დირექტორი და მაკეი კროგელი, დოქტორანტი, ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტ მკვლევარი. მომხსენებლები აუდიტორიას მიაწვდიან ინფორმაციას მკვლევარებისთვის და დოქტორანტებისთვის გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom პლატფორმის საშალებით. შეხვედრის ენა არის ინგლისური.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ,შეავსოთ ფორმა. შეხვედრის ბმული გამოგეგზავნებათ ინდივიდუალურად.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)