საქართველოს სამ ქალაქში ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში უკრაინის მოქალაქე ინგლისური ენის მასწავლებლებს ეძებენ.
Soniashnyk – ასე ჰქვია ახალ საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.
პირველ ეტაპზე, ნოემბერსა და დეკემბერში, მოსწავლეები ინგლისური ენისა და STEM მეცნიერებების სასწავლო მოდულს გაივლიან. კურსის ფარგლებში ინსტრუქტორებად და მოსწავლეთა ჯგუფების ფასილიტატორებად კი უკრაინელი პედაგოგების მოწვევაა გათვალისწინებული.
უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ ინგლისური ენის მასწავლებლებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის გაგზავნა 20 ოქტომბრამდე შეუძლიათ. შეავსეთ განაცხადი ამ ბმულზე https://cutt.ly/3BkG3k5
პროექტის „Soniashnyk-Соняшник“ განხორციელება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ნოემბრიდან დაიწყება. მასში ჩართვას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები დროებით იძულებით გადაადგილებული უკრაინელი მოსწავლეები შეძლებენ.
პროექტი ნოემბრიდან რვა თვის განმავლობაში უკრაინელ მოსწავლეებთან ერთად მათ თანატოლ ქართველ მოსწავლეებსაც უმასპინძლებს. მოსწავლეებს არაფორმალური ახალგაზრდული კლუბების შეხვედრების ფარგლებში განსხვავებული თემატიკის სასწავლო აქტივობებს შესთავაზებენ.
პროექტით გათვალისწინებული სასწავლო თემატიკა მოიცავს: ინგლისურ ენას, STEM მეცნიერებებს, მედიაწიგნიერებასა და ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, გოგონათა გაძლიერების მოდულს, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებს და გასვლით ექსკურსიებს.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)