16 ოქტომბერი - მოგზაურობა კახეთში

ორგანიზაცია Save the children in Georgia აგრძელებს ზრუნვას უკრაინელი ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობის აღდეგანასა და გაუმჯობესებაზე.  კვირას, 16 ოქტომბერს, ორგანიზაცია ეპატიჟება 12-დან 18 წლამდე ბავშვებს პროგრამაზე „თავგადასავლების კლუბი“. პროგრამაშია შემეცნებითი აქტივობა - პატარა მოგზაურობა კახეთში.

პრიორიტეტი მინეიჭებათ ბავშვებს, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ Save the children in Georgia-ს წინა აქტივობებში. 

ავტობუსში 30 ადგილია ბავშვებისთვის, ხოლო 15 მშობლებისთვის. 

ღონისძიების პროგრამა:

- 09:30 ბავშვებს ელოდებიან თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, 10 ნომერში (პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობასთან), შეხვედრა შედგება ა.წერეთლის და ი. ჭავჭავაძის ძეგლთან.   

- 10:00 გამგზავრება კახეთში

- ვიზიტი ქალაქ სიღნაღში, ბოდბის მონასტერში, ხინკლის მომზადების მასტერკლასი

- სადილი

- მონაწილეობა უფასოა.

- 18:00-19:00 (დაახლოებით) დაბრუნება თბილისში 

მშობლები ბავშვებს დაელოდებიან პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან. 

მონაწილეობისათვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება: https://forms.gle/GMeFR65KnFhuPyQ49. თვალი ადევნეთ ორგანაზიას Facebook გვერდზე https://www.facebook.com/CFS.savethechildren. კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, გაგზავნოთ პირადი შეტყობინება. 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)