«Соняшник» - ახალი პროექტი უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისათვის

«Соняшник» - ახალი პროექტია უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისათვის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. პროექტი გთავაზობთ ინგლისურის და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) უფასო კლუბებს სამი თვის განმავლობაში. კლუბი უზრუნველყოფს საინტერესო, ინოვაციურ და სახალისო აქტივობებს იმისათვის, რომ დაეხმაროს უკრაინელ მოსწავლეებს ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებაში, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების უნარების გაძლიერებაში, ასევე ქართველ თანატოლებთან დამეგობრებაში. შეხვედრები დაიწყება ნოემბერში და დასრულდება იანვარში.

პროექტი ღიაა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები ბავშვებისათვის. შეიქმნება ორი ცალ-ცალკე ჯგუფი უმცროსებისა და თინეიჯერებისთვის. მშობლებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა 26 ოქტომბრამდე. სარეგისტრაციო ფორმის ბმული იხილეთ აქ https://forms.gle/z7YFe8bg8m7mv2UX9

შერჩეული სტუდენტები მიიღებენ  შეტყობინებას ჩატარების ადგილის და განრიგის შესახებ. შეკითხვების შემთხვევაში გაგზავნეთ შეტყობინება ელ.ფოსტაზე info.soniashnyk@gmail.com.

პროექტს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. 

იხილეთ ორგანიზაციის გვერდი
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image
Responsive image

The webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)