ცხადდება ესეების კონკურსი თემაზე: „ჩემი ევროპული ღირებულებები“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 17 წლამდე ახალგაზრდებს.
ესე/სტატია უნდა ასახავდეს კონკურსანტის ხედვას ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ევროპული ღირებულების მიმართ, ასაბუთებდეს მის მნიშვნელობას და წარმოაჩენდეს კონკურსანტის როლს არჩეული ღირებულების რეალიზებაში.
საკონკურსო ესეს/სტატიის პრიორიტეტული მიმართულებებია:
- გენდერული თანასწორობა ახალგაზრდებში
- ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში
- ახალგაზრდობის როლი გარემოს დაცვაში
ესე/სტატია არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს და შესრულებული უნდა იყოს 11 ზომის Sylfaen ფონტში, უკრაინულ ან ინგლისურ ენაზე.
ესეს/სტატიის წარდგენის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი.
გამარჯვებულს პრიზის სახით გადაეცემა 50 ევრო, ხოლო გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება ლიტერატურული კლუბის Facebook გვერდებზე.
გაგზავნეთ ნაშრომები ელ.ფოსტაზე: educationuayoungers@gmail.com
კითხვების შემთხვევაში, მისწერეთ ორგანიზატორებს Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Empower-Ukrainian-Youth-for-EU.../
პროექტი - „უკრაინელი ახალგაზრდების გაძლიერება ევროკავშირში ინტეგრაციისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია ქართველ და უკრაინელ ახალგაზრდებს შორის ხიდის აგება ურთიერთთანამშრომლობისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების ხელშესაწყობად.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)