OLX და სერჰი პრიტულას საქველმოქმედო ორგანიზაცია NEST აგროვებენ თანხებს უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინული ოჯახებისათვის სახლების ასაშენებლად.
ომის შედეგად მაკარივის რაიონში სახლის გარეშე 585 ოჯახი დარჩა. OLX და NEST გაერთიანდნენ, რომ აუშენონ ამ ოჯახებს მოდულური სახლები სანამ საკუთარი სახლების აღდგენას შეძლებენ.
ინიციატივის მხარდაჭერა დონაციით, პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და დაზარალებული ოჯახების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე https://www.nestolx.org/en/
პროექტის მიზანია, მოაგროვოს თანხები და ზამთრის სიცივეების დადგომამდე მაქსიმალური რაოდენობის სახლები ააშენოს.
პლატფორმაზე შესაძლებელია დონაცია ბარათით, საბანკო გადარიცხვით, PayPal-ით და კრიპტოვალუტით.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)