უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში საცხოვრებელ ფართს ეძებენ, შეიქმნა ვებ-პორტალი www.myhome.ge/ka/ukraine. ვებ-გვერდი, რომელიც ქართულ და უკრაინულ ენებზე ფუნქციონირებს, ორ განყოფილებადაა დაყოფილი: ერთზე თავმოყრილია უძრავი ქონების მესკუთრეების განცხადებები, რომლებიც უსასყიდლოდ უთმობენ ფართს უკრაინის მოქალაქეებს, ხოლო მეორეზე განცხადების გამოქვეყნება შეუძლიათ საცხოვრებლის მაძიებელ უკრაინის მოქალაქეებს.
ყველას, ვისაც სურვილი აქვს, უსასყიდლოდ დაუთმოს საცხოვრებელი სივრცე ომით დაზარალებულებს, შეუძლია, განცხადება აღნიშნულ პლატფორმაზე ატვირთოს.
პროექტი შეიმუშავეს “Myhome”-ის გუნდმა და “იქომერს ასოციაცია - საქართველომ”.
იხილეთ ორგანიზაციის გვერდიThe webpage is supported by World Vision Georgia within Ukraine Crisis Response Project funded by Aktion Deutschland Hilft (ADH)